სამართალი
ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულმა, რომელიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google