სამართალი
კახეთში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების თანამშრომლებმა, უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, არარეგისტრირებული დანადგარები - ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები - მოქალაქეებს, ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი.  საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში, განთავსებული იყო 3.2 მ3 მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 20 მ3-მდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი) სამასალე მორი.ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით), არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით).
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.

| Print |
FaceBook Twitter Google