სამართალი
იანვარში ხე-ტყის უკანონო ჭრის 420 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, პირველიდან 31 იანვრის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 138 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აჭარაში-  34, იმერეთში - 44 , გურიაში -13,  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში  - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში- 19, შიდა ქართლში -35, ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 , ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 62 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google