სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული რ.კ., სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის და მისი პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში
გადამალული ერთი შეკვრა ჰეროინი.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ჰეროინი /