სამართალი
სოფელ ვანთაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, აკურაში კი მაღაზია გაქურდეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურასა და ვანთაში ერთდროულად ორი ქურდობის ფაქტი მოხდა.
აკურაში მაღაზია გაქურდეს და თანხა წაიღეს, თუმცა რა ოდენობის, უცნობია. რაც შეეხება ვანთას, აქ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. 

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


| Print |
FaceBook Twitter Google