სამართალი
მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს 1964 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ მან კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google