სამართალი
95 უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან დღემდე, 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინეს.


ამოღებული და დალუქულია 20 უკანონო სახერხი დანადგარი. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
უწყების ინფორმაციით, ასეთი საამქრო არ არის დარეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება საამქროში შესული და გადამუშავებული ხე-ტყის ელექტრონული რეგისტრაცია, აღრიცხვა და კონტროლი. ასევე, არარეგისტრირებულ საამქროში ხვდება და გადამუშავდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს არც წარმოშობის დამადასტურებელი და არც ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტი.

სირთულეს წარმოადგენს უკანონო სახერხი საამქროების ადგილმდებარეობის დადგენაც, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი მოწყობილი აქვთ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 4 ნაწილით (ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით).


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე,
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
18:11 / 15.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის
ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
17:54 / 15.10.2018
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე,ეროვნული სატყეო
სააგენტოს ტყის მცველებმა გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს.
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე,ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებმა გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს.
12:41 / 15.10.2018
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგო 25
წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ
საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
12:57 / 13.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის
ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
12:46 / 13.10.2018
სხვა ამბები
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.
17:29 / 16-10-2018
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ.
16:56 / 16-10-2018
მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით.
16:52 / 16-10-2018
ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.
15:02 / 16-10-2018
მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
10:58 / 16-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.