სამართალი
ლაგოდეხში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ლაგოდეხში, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს ლაგოდეხის წინსვლასა. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ბუნებრივია, პარლამენტის მხრიდან, საქართველოში  ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარებას აქვს სრული მხარდაჭერა და ასეთი პროექტები კიდევ ბევრი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აკადემიაში 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს.


| Print |
FaceBook Twitter Google