სამართალი
გურჯაანის ბაზარში მდებარე მაღაზია მეორედ გაქურდეს
წუხელ გურჯაანის აგრარულ ბაზარში მდებარე მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის პროდუქტი და ფული.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღნიშნული მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა.


| Print |
FaceBook Twitter Google