დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში,
ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით,
ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი
იდენტიფიცირებულია.
-"იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ
ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების
გამოკითხვა."-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები