სამართალი
კახეთში დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების შესახებ ბრიფინგი გამართა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამსრომლებმა, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7 -დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს . დადგინდა რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთს, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

სხვა დეპარტამენტების მიერ გახსნილ საქმეებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://police.ge/ge/samartaldamtsvelebis-mier-bolo-erti-kviris-ganmavlobashi-gakhsnili-danashaulebis-shesakheb-informatsia/11467
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / სუსი /