სამართალი
სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლის ნოდარ როსებიშვილი ყელგამოჭრილი იპოვეს. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
| Print |
FaceBook Twitter Google