თებერვალში ხე-ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა, პირველიდან 31
თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
573 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 35 სისხლის სამართლის დანაშაულების
ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 206 შემთხვევა კახეთში
გამოვლინდა . აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 21 ფაქტი
დაფიქსირდა, იმერეთში - 45, გურიაში -10, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო
სვანეთში - 26. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიას აქ - 61 ფაქტი დაფიქსირდა,
მცხეთა-მთიანეთში- 22, შიდა ქართლში - 42, ქვემო ქართლის მასშტაბით -
50 და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე
კი - 90 შემთხვევა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1280 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე
პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი
დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოშია გადატანილი 26 დაურეგისტრირებელი სახერხი
დანადგარი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები