სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ბრაკონიერი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google