სამართალი
ფინანსთა სამინისტრომ აზარტული თამაშების არალეგარული კლუბი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშების კლუბი ფუნქციონირებდა. კლუბში არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google