სამართალი
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 წლის გიორგი ქიტოშვილის პროცესი 30 მარტისთვის გადადო.
მოსამართლემ ბრალდების მხარეს 6 მარტს დაკავებული ახალგაზრდის მიერ კანონდარღვევის ამსახველი ყველა ვიდეომტკიცებულების წარდგენა დაავალა.

გიორგი ქიტოშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლა,  რადგან ადმინისტაცული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი ხნით პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა დააყენა ვიდეო გადაღების აცილების შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ცნბოისთვის, გიორგი ქიტოშვილი, გუშინ საღამოს თელავში საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა შემდეგ დამოუმორჩილებლობისა  და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავა.

speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, პატრულმა კი აღნიშნული წინააღმდეგობის დასაძლევად პროპორციული ძალა გამოიყენა.


| Print |
FaceBook Twitter Google