სამართალი
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე
კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულები,რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს,თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, ქ.თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ,რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა
მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 8 მარტს,მათ აღნიშნულ მოქალაქეებს, წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარი, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სუსი / ქრთამი /