სამართალი
ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
გ.მ.-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google