სამართალი
დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google