სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ხ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ ხ.კ.-ს მიერ გაყიდული 2 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google