სამართალი
ინდმეწარმე ყავის ფალსიფიკაციის გამო პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა  მარცვლეული კულტურის შერევით,  ვითომდა ნატურალურ ყავას აწარმოებდა, რომლის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google