სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში - 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 551 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი„HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება. გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 - დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google