სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა,  ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის 4000 ლარამდე თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა,  ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თაღლითობა / შსს /