სამართალი
სამსახურებრივი გულგრილობის გამო საჯარო მოხელეები პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები -არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ემუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google