გურჯაანში ორი პირი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
გურჯაანში,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგინობისა
და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი
ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს,ისინი ქუჩაში საზოგადოებრივ წესრიგს
არღვევდნენ,პოლიციელებმა მათ წესრიგისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს,თუმცა
სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გამოძიება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი
ხულიგნობა) და 173-ე(პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები