სამართალი
სოფელ კალაურში 55 წლის მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 55 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს. გარდაცვლილს დაზიანებები ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.
თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ადგილზე რამდენიმე საათია სამართალდამცველები მუშაობენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირის დასაკავებლად აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 


| Print |
FaceBook Twitter Google