სამართალი
კალაურში მოკლული მამაკაცის დედის განცხადებით ოჯახიდან 20 000 ლარამდე თანხაა წაღებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოკლული 55 წლის ლადო ქევხიშვილის დედის განცხადებით, მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. როგორც მანია ქევხიშვილი ამბობს, სამმა ნიღბიანმა პირმა სახლიდან 20 000 ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.
,,შუაღამე იყო, როდესაც სამი ნიღბიანი შემოვიდა სახლში. ცალკე ოთახში მეძინა, პირზე ხელი ამაფარეს და მარანში დამამწყვდიეს. ჩემი შვილი ტრაქტორისტი იყო და ტრაქტორის საყიდლად ფულს დიდხანს აგროვებდა. ალბათ იცოდნენ ყაჩაღებმა, თანხა რომ გვქონდა სახლში, მოკლეს ჩემი შვილი და 20 000 ლარამდე ფული წაიღეს. შორი გზიდან არავინ მოვიდოდა, ჩემი ვარაუდით ეს საშინელება ადგილობრივებმა ჩაიდინეს." - განაცხადა მოკლულის დედამ.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინისტროში სახლიდან თანხის წაღების ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს გამოძიება დაადგენს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის,  108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google