სამართალი
საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელა.

დეპარტამენტის უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის ინფორმაციით, ადგილზე უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე ამოიღეს.
„პრევენციული ღონისძიების შედეგად, ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა.ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არ ქონის გამო - სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის - ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. მოპოვებული მასალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.“

მისივე თქმით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google