სამართალი
სოფელ ნუკრიანში 25 წლის გოგოს მამამ კისრის მალები მოტეხა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 25 წლის ქალი, რომელიც მშობლების სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში, მოგვიანებით კი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

"ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგის ჩარევას, ამიტომ კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს", - განაცხადა კლინიკის "არქიმედეს" ხელმძღვანელმა, ოთარ რუაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 


| Print |
FaceBook Twitter Google