სამართალი
გურჯაანში კაზინოს დაცვამ ახალგაზრდები სცემა - ერთი მათგანი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
მეშვიდე დღეა, გურჯაანში მდებარე კაზინოს დაცვის თანაშრომლის მიერ ნაცემი 28 წლის ვასილ მაისურაძე ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს დედამისმა მაია მაისურაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახლაგაზრდა - 34 წლის თემურ თათელიშვილი და 30 წლის სპარტაკ სალთხუციშვილი

-„ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული და ხელოვნურ სუნთქვაზეა. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის მძღოლს ეძებდა თურმე. დაცვის თამშრომელს უთქვამს, ისე შემოსვლა არ შეიძლება, უნდა ითამაშოო. ჩემს შვილს უპასუხია, კარგი, ვითამაშებო. არ ვიცი თამაში აღარ დაუწყია თუ დაუწყია და თავი დაუნებებია. დაცვას ხელი წაუვლია და უთქვამს, დატოვე აქაურობაო. დავარდნილა და რომ წამომდგარა, უთქვამს, ამას არ გაპატიებთ, ხვალ თქვენ უფროსს დაველაპარაკებიო. გარეთ გამოსულა, საპირისპირო მხარეს გადასულა, იქ დიდი ჩხუბი ატეხილა, ვასიკოს მეგობრებიც იქვე იყვნენ. ახლა მეორე თანაშრომელი მიეპარა ზურგიდან და „დუბინკა“ დაარტყა. დავარდნილა და კიდევ ჩაურტყამს. თუ ჩემი შვილი რამეში ტყუოდა, დაეჭირათ, პოლიცია ხომ მივიდა. როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, დაცვის თანამშრომლებს ვიღაც ჰყავს ისეთი, ვინც მფარველობთ. პოლიციამაც ამ საქმეს ყურადღება ამიტომ არ მიაქცია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია შესაძლო დამნაშავე ერთი პირი. სხვა პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული.


| Print |
FaceBook Twitter Google