სამართალი
ბოლო 1 თვეში შსს-მ 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
უწყების ვნობითვე, 72 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12;
კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73;
ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34;
თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11;
აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18;
ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა;

1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.


| Print |
FaceBook Twitter Google