სამართალი
ბარნოვზე მოკლული თელაველი გოგონას სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის, თელაველი თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა უწყებამ  გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობა დააყენა. პროცესი 31 ივლისისთვის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი 13 აპრილს მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. დანაშაული 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google