სამართალი
სუს-მა საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.




Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, მაღალი გამავლობის
ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა
მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
12:13 / 18.08.2018
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1
ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა.
16:17 / 17.08.2018
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გომბორის
უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თელავის რაიონულმა სასამართლომ მძღოლს
8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თელავის რაიონულმა სასამართლომ მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
15:58 / 13.08.2018
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად ჩატარებული
სპეცოპერაცია „კუში 3“-ის შედეგად, ესპანეთში ორი ქართველი
კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში 3“-ის შედეგად, ესპანეთში ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.
11:05 / 13.08.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი
პასუხისგებაში მისცეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
13:18 / 10.08.2018
სხვა ამბები
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.
12:28 / 17-08-2018
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.