სამართალი
უკანონო თევზჭერის ფაქტი ლაგოდეხში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის ხეობაში, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით თევზაობდა. შედგა შესაბამისი აქტი, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
| Print |
FaceBook Twitter Google