სამართალი
ჭანდრის ბაღში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საქმე გაფლანგვის მუხლით აღიძრა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღში 2015 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მულით აღიძრა, რაც მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. მეტ დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

ცნობისთვის, ბაღის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა და 29 000 ლარამდე დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google