სამართალი
სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, გასული თვის მანძილზე, 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოავლინეს.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. სახერხი დანადგარები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.
უწყების ინფორმაციით,უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად.
| Print |
FaceBook Twitter Google