საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ქედის მუნიციპალიტეტის
დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების
გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით
სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ 400 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის
მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება
შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების
დადგენა-მხილების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები