სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის
სახით დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს,
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი
ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების
შემცველი სითხე დააქცია. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები