სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა,  დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google