სამართალი
გურჯაანის პოლიციამ დედაზე ძალადობისთვის მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მამაკაცმა დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის ფაქტი ქალაქ გურჯაანში მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google