სამართალი
ბაკურციხეში, სუპერმარკეტ SPAR-ში, თანხის შესაძლო გაფლანგვაზე გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე სუპერმარკეტ SPAR-დან მოლარის მიერ თანხის შესაძლო მითვისების ფაქტით დაინტერესდა.
speqtri.ge-ის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 25 000 ლარის გაფლანგვაზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. მეტ დეტალზე საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის არ საუბრობენ. საქმე დაახლოებით ერთი კვირის წინ აღიძრა.

ცნობისთვის, ბაკურციხეში, აღნიშნული სუპერმარკეტი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.



| Print |
FaceBook Twitter Google