სამართალი
ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით - 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google