სამართალი
დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი.
უწყების ცნობითვე,  2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამასთან ერთად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 2017 წლის იანვარ-ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 53.82%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 36.67%.

იანვარ-ივლისში რეგისტრირებული 33 054 დანაშაულიდან, ყველაზე მეტი 13 256 საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა 10240 ქურდობის, 207 ძარცვის, 156 ყაჩაღობის, 1008 თაღლითობის, 71 გამოძალვის, 909 ნივთის დაზიანების, 665 სხვა დანარჩენი ფაქტი.


| Print |
FaceBook Twitter Google