სამართალი
ახმეტაში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაკაავეს. უწყების ცნობით,  ჩრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და  236 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / დაჭრა /