სამართალი
სოფელ გურგენიანში ძაღლების ჩამოხრჩობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ძაღლები იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ. გამოვლენილია ერთი პირი და დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.





| Print |
FaceBook Twitter Google