სამართალი
საგარეჯოში სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 000 კვ.მ- ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით.

ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ, ამირან ნ, მზია ჟ, გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ, ელიზბარ გ, გია გ, ზაზა ბ. და ვაჟა პ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები თაღლითობა / სუსი /
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის
თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო
შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და
ზაქარია გ. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს.
12:22 / 15.09.2018
გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. როგორც speqtri.ge-ს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან
დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
20:42 / 14.09.2018
პროკურატურამ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რიაონული
სამმართველოს თანაშრომელ ვ.მ.-ს და მოქალაქე ზ.თ.-ს შორის მომხდარ
ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურამ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რიაონული სამმართველოს თანაშრომელ ვ.მ.-ს და მოქალაქე ზ.თ.-ს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
16:06 / 10.09.2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, ნაკრძალის მიმდებარე
ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ძაღლები იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ძაღლები იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
11:41 / 10.09.2018
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით
1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. 
10:56 / 10.09.2018
სხვა ამბები
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
16:53 / 18-09-2018
წინანდალში ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მონაწილე ათი საერთაშორისო დიდოსტატიდან საპრიზო ადგილები თელაველმა გოგონებმა გადაინაწილეს
16:17 / 10-09-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
17:12 / 31-08-2018
2018 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდა  და უკვე მზად არის საბოლოო შედეგები, რომელიც საიტზე naec.ge დღეს 13.00 საათზე განთავსდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ყველა სტუდენტს მიულოცა წარმატება.
12:30 / 30-08-2018
ხვალ, 30 აგვისტოს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება.
13:28 / 29-08-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.