შსს-მ "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის
ბრალდებით 2 პირი დააკავა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის -
ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული
ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს
დაბადებული ი.ც. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის
შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და
საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,
სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის
ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის
თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.
გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე
მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები