სამართალი
სასამართლომ სიღნაღის ისტორიულ გალავანზე განხორციელებული სამუშაოების გამო მერია არ დააჯარიმა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ,  ისტორიულ გალავანზე თვითნებურად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლე პაატა ნოზაძემ  სიღნაღის მერია უდანაშაულოდ სცნო და ჯარიმის სახით 12 000 ლარის გადახდა მხოლოდ კომპანია "ინსტალ+"-ს დააკისრა, რომელიც გალავნის თაღზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

ცნობისთვის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი და კიბე ბეტონით გასულ კვირას შელესეს და ყვითლად შეღებეს. გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.



| Print |
FaceBook Twitter Google