სამართალი
სიღნაღში, ბებიაზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ სცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას - მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ლ.მ. 2018 წლის 13 აგვისტოს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ-ს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


| Print |
FaceBook Twitter Google