სამართალი
პირი, რომელსაც ლაგოდეხის საბაჟოზე კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდა, 1000 ლარით დაჯარიმდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში "ლაგოდეხი“, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 3400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევს საქონელი ჩამოერთვა და 1000 ლარით დაჯარიმდა.


| Print |
FaceBook Twitter Google